მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ყველა, ვინც უბარიერო რჩევნებს დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან...

მიხეილ სააკაშვილი: ყველა, ვინც უბარიერო რჩევნებს დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი

Published on

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, 24 ივნისის ბრიფინგს ეხმაურება, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე, თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები 0%-იანი ბარიერითა და პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ივანიშვილის მიერ მოსყიდული. 

“ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით. ე.ი. ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე, რისთვის? იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს. პრაქტიკულად, დღეს დააანონსა დაპატიმრებები, ყველასთან “გააიასნოს” სიტუაცია და მერე 2020 წელში რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020-ში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად. ერთი რამ სრულიად ნათელია – ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,”- ამბობს სააკაშვილი. 

,,დამფრთხალი ვირთხა კუთხეშია მომწყვდეული და შეშინებულია. თუ გაგვიძვრა,ყველას დაკბენს და ძველებურად გააგრძელებს.” – დასძენს ექსპრეზიდენტი

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...