ივანიშვილი ფეიკპარტიების იმედზეა? “ბიძინა რა ბიძინაა, რომ პატარა მაიმუნობები არ ჩაედო”

0
549



ნულოვან ბარიერს ბიძინა ივანიშვილის ხრიკებად აფასებენ ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან,

“ბიძინა რა ბიძინაა, რომ პატარა მაიმუნობები არ ჩაედო. რა თქმა უნდა, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ გამოაცხადებენ ახალი პარტიების შექმნას და დადგება რიგი შუშის სასახლის კართან, მაგრამ ნამდვილად ვერ უშველის ეს ბიძინა ივანიშვილის. ახალი პატრიოტთა ალიანსი საქართველოში არ შეიქმნება და ამის გარანტია არის ის ხალხი, რომელიც ამდენი დღეა აპროტესტებს ხელისუფლების დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი. რამდენი პარტიაც არ უნდ შექმნან, ყველა ყველას იცნობს საქართველოში და ყველამ იცის ვის რა პრინციპები და ფასეულობები აქვს. რამდენი პარტიაც არ უნდა შექმნან ან შექმნილი არ უნდა იშოვონ, ერთ რამეში ვარ სრულიად დარწმუნებული – ვერ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდნავ მაინც, ცალ თვალს გააპარებს რუსეთისკენ, ვერ იქნება მხარდაჭერილი საქართველოს მოსახლეობის მიერ და ვერანაირად მოიპოვებს თუნდაც ერთი მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობას. პროდასავლური პარტიები, საღად მოაზროვნე და ჯანმრთელი ადამიანი რაც უფრო მეტი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი”, – თქვა გოგორიშვილმა.



კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია განმარტავს, რომ ნულოვანი ბარიერით თუ პარტია შეძლებს აიღოს ხმების 0.7 მეათედი, ის პარლამენტში მოხვდება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ე.წ. პოლიტიკური პარტია შეძლებს წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში, საუბარია, ისეთ მარგინალიზებულ ჯგუფებზე – ჰომოფობიურ ჯგუფებზე, პრორუსულ, პირდაპირ რუსული დაფინანსების მქონე პოლიტიკურ პარტიებზე და სხვდასხვა ტიპის ჯგუფებზე, რომლებსაც საშუალება ექნებათ იყვნენ პარლამენტში და ამით წარმოადგინოს, რომ საქართველოს რაღაც პოზიციები ჟღერდება საქართველოს პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ფრაგმენტაცია პოლიტიკური ძალების, ძალიან ბევრი ჯგუფი იქნება და ძალიან მარტივი იქნება იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში არის, იმისთვის, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს, ივაჭროს ასეთ ადამიანებთან და შეძლოს სხვადასხვა ფორმით უმრავლესობის მოპოვება,“ – განაცხადა ჩოკორაიამ.

ჩოკორაია არ გამორიცხავს, რომ არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს შეიქმნას არაერთი Fake პარტია, რათა დომინანტმა ძალამ უმრავლესობის მოპოვება სცადოს კვლავ.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არის თითქოს დათმობა ანუ თითქოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნულპროცენტიანი ბარიერი შესაძლებლობას უქმნის, კონკრეტულ პარტიას, მაგალითად, ქართულ ოცნებას, ეცადოს, რომ კვლავ შეინარჩუნოს სხვადასხვა ხრიკით უმრავლესობა,“ – განაცხადა ჩოკორაიამ.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს არ იყო ოპოზიციის სრული სპექტრის მოთხოვნა და 0% ბარიერი ქვეყანაში შექმნის ქაოსს.

გარდა ამისა, მმართველი გუნდი შეძლებს ისევ ადვილად გადაიბიროს ცალკეული პარტიებიდან შესული პოლიტიკოსები, როგორც ეს მაჟორიტარებთან მიმართებაში იყო შესაძლებელი. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა პარტიის სახელით შეიყვანოს პარლამენტში საკუთარი მოკავშირე პირები და ისევ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა.

წინა სტატია“რუსეთი მკვლელია” “პუტინი კლავს” – ზუგდიდში ახალგაზდებმა პლაკატები გააკრეს
შემდეგი სტატიამომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს ბოდიში მოუხადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური