მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადადგეს გიორგი გახარია! - ავტოკოლონების მსვლელობა თბილისის ქუჩებში

გადადგეს გიორგი გახარია! – ავტოკოლონების მსვლელობა თბილისის ქუჩებში

Published on

სამოქალაქო პროტესტი გრძელდება – მოქალაქეები ავტოკოლონით და საყვირებით თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირისა და სანაპიროს გავლით საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართება.

ისინი შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს.

“ყველას გვინდა გავაგებინოთ, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გიორგი გახარიას გადადგომა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა ითხოვს. ისინი სისხლიანი ღამის გამო მოძალადეების დასჯას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასაც ითხოვენ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...