გაჩერდით ხალხო, გაჩერდით! მთლად ღირსებაზე ნუ იტყვით უარს.ნუ ჩაყვებით ბიძინას პოლიტიკურ სამარეში – ზუგდიდელი მწერლები სოციალურ ქსელებში

0
566

პოეტი ნიკა ლაშხია: არ მინდა ჩემი შვილები იზრდებოდნენ ისეთ საქართველოში, სადაც ახალგაზრდებს თვალს თხრიან, მხოლოდ იმის გამო, რომ ოკუპანტის ბოგინს აპროტესტებენ. ვდგავარ და დავდგები ყველგან, სადაც მართალი ახალგაზრდები დგანან, არ დაიზაროთ მოსვლა, ჩვენ შეგვიძლია შეცვლა!

სოლიდარობა თვალებდათხრილ ახალგაზრდებს.

გახარია გადადექი!!!”

პოეტი ზაალ ჯალღონია: მოკლედ, ,,წმინდა ბიძინემ” დაგვტესტა: ეს იყო გავრილოვის პარლამენტში დასმის შემდეგ რა რეაქცია ექნებოდა ხალხს და მხეცების შესაჩერებლად განკუთვნილ მეტალის შემცველობის ტყვიებსაც, როგორ ავიტანდით. რა რეზინის, ზოოპარკიდან გამოქცეული ნადირების შესაჩერებელი ტყვიები დაუშინეს ხალხს. ეს თითქოს არაფერი, ეპატიოს წმინდა ბიძინეს. ფუი თქვენს სამართალს. ხმა არ ამომიღია პოლიტიკაზე წლებია, მაგრამ ეს რა გააკეთეთ თქვე უჯიშოებო., როგორ შეიძლება ამის გატარება.?!

გაჩერდით ხალხო, გაჩერდით! მთლად ღირსებაზე ნუ იტყვით უარს. ნუ ჩაყვებით ბიძინას პოლიტიკურ სამარეში. იცით საერთოდ რას ნიშნავს დარბევა და დაშლა?! გაქვთ წაკითხული მათ შორის განსხვავება. იცით სპეცდანიშნულების რაზმებს რა ზემოქმედების წამლებს აძლევენ?! თუ არ იცით, გაერკვიეთ. დამიზნებით სროლა რა საჭიროა, როცა ჰაერში ნასროლი ცრემლსადენი გაზი უბრალოდ გონებას გითიშავს, გახრჩობს და მუხლები გეკეცება. წყლის ჭავლს შეუძლია სამიდან- ოთხ მეტრომდე გაგასრიალოს. რა საჭიროა თავში და თვალებში დამიზნება.?! ღირსება არ დაკარგოთ რა. უმწეო გოგოს თვალში რომ უმიზნებ და ესვრი. რა გჭირთ ამის დანახვა რომ არ შეგიძლიათ?!”

მწერალი ზვიად კვარაცხელია: ,,ეს დღეები სულ თავს ვიკავებ, მენანება ის ადამიანები, მაგრამ მაინც ძალიან გამკვირვებია მათი, ვინც 20 ივნისს ჯერ პარლამენტში, იმავე საღამოს კი რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ქმედებებში ყველას აკისრებს პასუხისმგებლობას, ხელისუფლების გარდა!

მესმის, რაღაც გარემოებების გამო არ შეგიძლია დაგმო ის, რაც დაუშვა მმართველმა პარტიამ ერთგან და მეორეგან. გაჩუმდი მაინც, ხმა არ ამოიღო – პარტიისა და პარტიული ბოსების დროებით ერთგულებას რატომ აყენებ ხალხზე და სახელმწიფოზე მაღლა.

P.S. გახარიას უყვარს ქეისების მოყვანა და მე პირადად ერთ დროს მრისხანე შოთა კვირაიას ქეისს შევადარებდი მის ქმედებებს ბოლო დღეებში – იმან ძალიან ცუდად, ქვეყნისგან გაპანღურებულმა და თავმოჭრილმა დაამთავრა!”

ლაშა ბერულავა: უსინდისო ტყუილია, რომ გუშინდელი აქცია დესტრუქციული პოლიტიკოსების მიერ იყო ორგანიზებული.
ზემოთ, კიბეებზე, აგრესიული ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას მთელი ორი საათის განმავლობაში ვიდექით დათო ქაცარავასთან ერთად, ზურგით სპეცრაზმისკენ და სახით ახალგაზრდებისკენ, რომლებიც სპეცრაზმელებისკენ მიიწევდნენ და სროლის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავდნენ, მათ არაფერს ვერჩოდით, პოლიციელები დროდადრო ხელს ჩაგვავლებდნენ და თავიანთკენ გვექაჩებოდნენ, ცდილობდნენ ერთმანეთისგან მოვეწყვიტეთ.
დროდადრო ჩნდებოდნენ “მეთოფეები” და ისროდნენ გაზის ყუმბარების, რასაც მათზე შეტევის ახალი ტალღა მოჰყვებოდა. 
რამდენჯერმე პირდაპირ შეჯგუფულ ხალხში ჩააგდეს ეს ყუმბარები.
მოგვიანებით, როცა რობოკოპები გამოჩნდნენ და ხალხს დასდევდნენ, დათო ქაცარავას, რომელიც მათკენ ხელებაწეული იდგა და ყვიროდა: “არ ისროლოთ, ძმებო!” სამი ტყვია ესროლეს, მათ შორის, ერთი ყელში.
იმის თქმა მინდა, რომ რობოკოპები გამწარებული ნადირობდნენ ყველაზე, მათი აქტივობის ხარისხის მიუხედავად.
ასე იყო და მოდექით და აპრავეთ ახლა.”

წინა სტატია2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება – ივანიშვილი
შემდეგი სტატიაივანიშვილი თავად ებღაუჭება გახარიას თუ მოსკოვი არ უტოვებს სხვა გზას? ან ეს ნულოვანი ბარიერი საიდან და ვისი კარნახით დააძრო?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური