მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპა საქართველოსთან თანამშრომლობის შემოქმედებითი პროექტების ბაზრობის იუბილეს აღნიშნავს

ევროპა საქართველოსთან თანამშრომლობის შემოქმედებითი პროექტების ბაზრობის იუბილეს აღნიშნავს

Published on

25 ივნისის 11:00 საათზე, Fabrika ფაბრიკაში (მის: ე. ნინოშვილის 8), შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირისი დელეგაციის  მხარდაჭერით გამართავს ღონისძიებას “შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019”

ევროკავშრი უზრუნველყოფს და ხელსუწყობს კულტურის სხვადასხვა სფეროს, შემოქმედებითი და აუდიოვისუალური სექტორების განვითარებას შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში.  2015 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის პროგრამას შემოქმედებითი საქართველოსთან შეთანხმებას. შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე შემოქმედებით ევროპასთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსდა 22 წარმატებული პროექტი.

ღონისძიებას გახსნის საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისადასპორტისმინისტრისპირველიმოადგილემიხეილგიორგაძე,სიტყვითგამოვლენევროკომისარიგანათლების, კულტურის, ახალგაზრდობისდასპორტისსაკითხებში, ტიბორნავრაჩიჩიდაევროკავშირისელჩისაქართველოშიკარლჰარცელი.

ევროკავშირის პროგრამაში “შემოქმედებითი ევროპა” გამარჯვებული ყველა ქართველი ბენეფიციარი ბაზრობაზე წარმოადგენს საკუთარ ორგანიზაციას და პროგრამაში გამარჯვებულ პროექტს. ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შემოქმედებითი ევროპის დესკის საინფორმაციო კუთხე. ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში (Jungle Room) ბენეფიციარები გამართავენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციებს,  მოგვიანებით კი ფაბრიკის სახურავზე CineDoc-ის მიერ  გაიმართება კინოჩვენება.

შემოქმედებითი პროექტების ბაზრობაზე დასწრება თავისუფალია და ყველა დაინტერესებულ პირი შეძლებს  ბაზრობის დათვალიერებას,  გამარჯვებული ორგანიზაციებისა და პროექტების გაცნობას, ასევე  ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაციის მიღებას.

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნებიან: თბილისის კოტემ არჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი;კინოფესტივალი CinéDOC;საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; Sofa – კინო აგენტების სკოლა; გამომცემლობა აგორა; გამომცემლობა ელფი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA; თბილისის არქიტექტურის ბიენალე; საქართველოს მუზეუმების ასოციაცია;საქართველოს კარიტასი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი; ისრაელის სახლი; ფესტივალი SOU; Public Art Platform; ჯადოსნური ლამპარი რუსთავი.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...