მთავარისიახლეებიპოლიტიკა2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ივანიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება – ივანიშვილი

Published on

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. 

ივანიშვილის განცხადებით, ფართომასშტაბიანი რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები ჩატარდება ნულოვანი საარჩევნო პირობებში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული სისტემის შემთხვევაში ბუნებრივად აქვს მმართველ პარტიას. ივანიშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გამოწვევები,რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.  

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს.

ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა“-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...