ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირმა მესტიაში 6,8 მილიონი ევრო გამოყო

0
1017

22 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის ავსტრიის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი,  CARE ავსტრია და PMCG კვლევა.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტრეი, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლილიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინცჰაბერტოიერმა, CARE ავსტრიას დირექტორის მოადგილემ რობერტვოფსბურგერმა და მესტიის მერმა კაპიტონჟორჟოლიანმა.

„ევროკავშირი ამაყობს ადგილობრივი განვითარების ორი ფართომაშტაბიანი პროექტის წარდგენას ავსტრიასა და შვედეთის თანამონაწილეობით. მომავალ წელს ჩვენ გეგმად ვისახავთ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ხანგრძლივი სამუშაო ადგილების შექმნას სვანეთში. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ გავაუმჯობესოთ მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი“. აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტრეიმ.

შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლილიენმა განაცხადა: „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ადგილობრივი და საერთაშრისო პარტნიორების გაერთიანებული ძალებით უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ. აღნიშნული ინიციატივა სრულებით შეესაბამება მგდრადი განვითარების მიზნებს“

ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინცჰაბერტოიერმა ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: „ავსტრიული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ გვჯერა რომ ეს პროექტი არის საუკეთესო საშუალება, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას. ავსტრიაში ალპები არის უმაღლესი და შთამბეჭდავი მთა და მე ნათლად ვხედავ მსგავსებას ამ რეგიონსა და ავსტრიას შორის“.

მესტიის მერმა, კაპიტონჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა: „დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ გამოწვევების სიმრავლის მიუხედავად, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით განვაგრძობთ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. მრავალმილიონიანი დახმარება საქართელოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, მთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში“.

ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა დონორები, ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები.

მოგვიანებით დელეგაციამ მოინახულა სვანეთის მუზეუმი, რომ უკეთ გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს. ხოლო, დღის ბოლოს საჯარო ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია წარიმართა. საჯარო ღონისძიებაზე ადგილობრივი მოსახლეობას ქონდა შესაძლებლობა, რომ მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში და გაეცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინტერესო პროექტები.

ინფორმაციაპროექტებისშესახებ

“GRETA”პროექტი
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

„ENPARD III მესტიაპროექტი
CARE ავსტრია თავის პარტნიორ ორგანიზაცია PMC-RC-თან ერთად, განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს. ENPARD პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. ENPARD III მესტია-ს სპეციფიკური მიზანია მთიან დასახლებებში მოწყვლადი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის „LEADER“ მიდგომის გამოყენებით. მისი მთლიანი ღირებულება შეადგენს 2.5 მილიონ ევროს და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მიერ.

წინა სტატიაშუა ხორგაში 15 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური