მთავარისიახლეებიპოლიტიკასისხლიან ივანიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს და ჰააგის ტრიბუნალის წინაშე გენოციდისათვის -...

სისხლიან ივანიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს და ჰააგის ტრიბუნალის წინაშე გენოციდისათვის – შალვა ნათელაშვილი

Published on

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ხელისუფლებას 20 ივნისის ღამეს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას სთხოვს. შალვა ნათელაშვილის პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ აქციის დაშლის ბრძანება სწორედ მან გასცა. დღეს მან მცხეთაში მდებარე საკნებში მყოფებს საკვები მიუტანა.

„დღეს მოვიტანეთ დაკავებულებისათვის საკვები. მე მოვუწოდებ სისხლიან ივანიშვილს, რომელიც აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს და ჰააგის ტრიბუნალის წინაშე გენოციდისათვის, რაც მან ჩაიდინა იმ ღამეს. ეს მისი ბრძანებით იყო. სასწრაფოდ გამოუშვი ეს ბიჭები. სასწრაფოდ გამოუშვი, თორემ შეიძლება ვეღარ გაასწრო უკვე შენი სახლებიდან და რეზიდენციებიდან. ამ ბიჭების საკნები, რომლებიც დღეს არიან პოლიტპატიმრები და საკუთარი უფლებების დაცვისათვის დასჯილნი, აუცილებლად დაგვჭირდება ივანიშვილის და მისი ხროვისათვის. ძალიან მალე ისინი დაიკავებენ ამ საკნებს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

20 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა 305 დემონსტრანტი დააკავეს, აქედან პატიმრობა მიესაჯა 100-ზე მეტს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორებში არაინ გადანაწილებული. თბილისში არსებული საკნები გადავსებულია და დაპატიმრებულთა ნაწილი რეგიონებში გადაიყვანეს. 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...