„შეგახსენებთ, თბილისამდე მხოლოდ 200 კილომეტრია…” – რამზან კადიროვის მუქარა საქართველოს

0
587

როგორც რუსული მედია იტყობინება, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა , რამზან კადიროვმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა,რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავება განპირობებულია ამერიკისა და დასავლეთის პოლიტიკოსების გამო.

“შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე მხოლოდ 200 კილომეტრია” – ხაზს უსვამს კადიროვი. ჩეჩნეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას რომ დღეს მსოფლიო იცნობს, რუსეთის დამსახურებაა.

,,ბოლო დღეების მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი და საშიში ანტირუსული პოლიტიკის გავლენა. საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო უსაფრთხოება და დუმის დეპუტატების ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკეთესი მიზეზი ვერ გამონახა გარდა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის დაებრალებინა დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში. უკანასკნელ წლებში თბილისში გამოჩნდნენ ამერიკასა და დასავლეთში გამოზრდილი პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად რუსეთისა და საქართველოს კვლავ უბოროტეს მტრებად გადაქცევა სურთ.‘’ ,- განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, ქართველი სამართალდამცავები საზღვცარზე ჩეჩნეთის მოქალაქეებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიან.

“დროა, საქართველოს ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ მას არ ჰყავს უფრო ახლო მეზობელი, სხვა სახელმწიფო, რომელიც დახმარების ხელ სუფრო სწრაფად გაუწვდის, ვიდრე რუსეთი. ცუდი არ იქნება შეხედოთ, რამდენი ქვეყანა და ხალხი დაღუპა მათმა საყვარელმა აშშ-მ.

და ბოლოს, 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3,5 მილიარდი აშშ დოლარი დატოვეს. და რას მიაღწიეს ანტირუსმა რადიკალებმა? ამას საქართველო მაშინ გაიგებს, როდესაც დაცარიელდება სასტუმროები, კაფეები, რესტორნები და პლაჟები” – აცხადებს კადიროვი.

წინა სტატია“კორდონის გარღვევის გულისთვის არ უნდა დააბრმავო ბავშვები, ჩემთვის ეს არის ომი” – სანდრა რულოვსმა აქციის დარბევისას დაშავებულები მოინახულა
შემდეგი სტატიაგახარია წადი! – პარლამენტთან შეკრებილები “ოცნების” ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური