მთავარისიახლეებიპოლიტიკახელებაწეული ახალგაზრდები ოცნების ოფისთან უცვლელი მოთხოვნით მივიდნენ

ხელებაწეული ახალგაზრდები ოცნების ოფისთან უცვლელი მოთხოვნით მივიდნენ

Published on

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გვიან ღამით დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა მთავარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს და ხელისუფლებას მათი ულტიმატუმის შესრულებისკენ მოუწოდეს.

„მოთხოვნები: 2020 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს საქართველოს შს მინისტრი, გიორგი გახარია, მესამე- სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაჭერილი ჩვენი დები და ძმები. მეოთხე, ადეკვატურად უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას,“ – განაცხადა გიგა მაქარსშვილმა.

აქციის მონაწილეები დღეს 19:00 საათზე, კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.

„მთელი ცივილური სამყარო ხვალ დილიდან იდგება ჩვენს გვერდით და ეს მთავრობა მოექცევა ძალიან დიდ წნეხში, წნეხში, რომელსაც ვერ გაუძლებს… მივდივართ, მშვიდობიანად იგივე გზით ვბრუნდებით… 19:00 საათზე ვბრუნდებით,“ – განაცხადა მაქარაშვილმა.

აქციის სპიკერმა, მიშა მშვილდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება ერთად დგას და მოსახლეობა მათი მოთხოვნების შესრულებას ითხოვს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება ულტიმატუმს არ შეასრულებს, ისინი სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...