მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს

Published on

რუსულმა ავიაკომპანიებმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესრულება დაიწყეს. ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა, საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.  

რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

ბრძანების მიხედვით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ტურისტების შემოყვანა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ. 

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობას, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას ავალებს. 

ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დამატებითი განმარტებები დიმიტრი მედვედევმა და დიმიტრი პესკოვმა გააკეთეს.

კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ფრენებზე და მოგზაურობაზე აკრძალვა იქამდე დარჩება ძალაში ვიდრე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ყველა საფრთხე არ აღმოიფხვრება და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება არ მოხდება.

დიმიტრი მედვედევი კი პირდაპირ ამბობს, რომ მოსკოვმა გათვლა საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნაზე გააკეთა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა.

“სამწუხაროა რომ ასეთ რიტორიკას ზურაბიშვილისგან ვისმენთ” – აცხადებს რუსეთის მთავრობის მეთაური და აღნიშნავს, რომ მოვლენების რუსეთზე გადაბრალება რეალური სიტუაციის დამახინჯებაა.

მისივე თქმით, კრიზისს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ამწვავებს იმ მიზნით რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა ააფეთქოს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...