მთავარიUncategorized,,რაღაც პირველყოფილის და საშიშის სუნი იგრძნობა" - მარია ზახაროვა და ველური კავკასიელების...

,,რაღაც პირველყოფილის და საშიშის სუნი იგრძნობა” – მარია ზახაროვა და ველური კავკასიელების შტამპი

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სკიპერი ფეისბუქზე 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმაურება და ქართულ სტუმართმოყვარეობას აკრიტიკებს. უფრო მეტიც

“ის [გავრილოვი] ხელმძღვანელობდა არათუ თავისი ან საერთაშორისო წარმოდგენებით პროტოკოლზე, არამედ მასპინძელი ქვეყნის. უბრალოდ დასვეს იმ სკამზე და ისიც დაჯდა, რადგან იცოდა, რომ მასპინძლის განაწყენება არ შეიძლება. და აი, რით დასრულდა საუკუნეების განმავლობაში ნაქები სტუმართმოყვარეობა. რუსულ მედიაში კი ყოველ დღე ატრიალებენ რეკლამას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ!”, – წერს ზახაროვა ფეისბუქზე.

ამასთან, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აღნიშნავს, რომ “რადიკალებმა” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც აჩვენეს კეთილგანწყობის დონე.

“ყველაფერი ეს ხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების დაუცხრომელი სურვილის, რეინტეგრაციისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შექმნის მცდელობის ფონზე. და აი, გუშინ, რადიკალებმა აფხაზებსა და ოსებს აჩვენეს კეთილგანწყობილი და მშვიდობიანი შესაძლებლობების დონე. სოხუმმა და ცხინვალმა კი ნახეს მაგალითი, როგორ შეიძლება, მაგრამ არ არის საჭირო შეხვდე ძვირფას სტუმრებს”, – წერს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს სპიკერი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სხვა პოსტში 20 ივნისის აქციასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 2019 წელს ქართველები მზად არიან დახოცონ არა მტრები, არამედ ერთმანეთი, რადგან “არ შეუძლიათ ემოციების შეკავება და კანონის დაცვა”.

“რაღაც პირველყოფილის და საშიშის სუნი იგრძნობა”, – აღნიშნავს ის.

მარია ზახაროვა წერს, რომ ქართველებმა ერთმანეთს ესროლეს და გამოდიან პლაკატებით “დამნაშავე რუსეთია”.

“ფანტასტიური პოლიტიკოსები არიან საქართველოში: თვითონ გადაწყვიტეს საპარლამენტო ფორუმის ჩატარება, თვითონვე აღშფოთდნენ, ერთმანეთს ესროლეს და როგორც 30 წლის წინ, დაავიწყდათ კანონი და პოლიტიკური ინსტიტუტები, მომდევნო დღეს კი მთელი ქვეყანა არის პლაკატებით “დამნაშავე რუსეთია”. მხოლოდ დღეს 10-მა ადამიანმა მითხრა: ამათზე ფულს ვხარჯავდი იქ დასვენებით”, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...