მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნება" არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა" -...

“ქართული ოცნება” არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა” – მამუკა ბახტაძე

Published on

საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სპეცრაზმს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია.

„მე მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მტკიცებულებას, რატომ არის ეს პროვოკაცია. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ნახოთ სოციალურ ქსელებში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიაში, რა ინფორმაციები ვრცელდება, რომ ჩვენ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა.შ. მეგობრებო ეს „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის მიხეილ სააკაშვილის ხელწერა რითაც ის დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია რაც დღეს მიმდინარეობს, რაც უსწრებდა დღევანდელ დღეს, ეს ყველაფერი არის საერთო პროვოკაციის ნაწილი. მე მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ მეგობრებო, ჩვენ თქვენთან ერთად ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო ქართული დემოკრატია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული” – აღნიშნა პრემიერმა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...