მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

Published on

ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. ასეთია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის პასუხი შს მინისტრის განცხადებაზე, რომლის ინფორმაციით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული.

თავად ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის კონკრეტული საქმე, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს უცნობია. მისივე თქმით ის არ ენდობა გამოძიებას და ამიტომ მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემს ჩვენებას. 

„კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ დაუსახელებიათ. ჩემთვის უცნობია რა საქმეზე. იმავდროულად შევატყობინე, წერილი გავუგზავნე, რომ თანახმა ვარ გამოვცხადდეთ გამოკითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან და კანონით მე ეს უფლება გამაჩნია. მას შემდეგ რაც მოსამართლე გადაწყვეტს კონკრეტულ დროს, მე სასამართლოში გამოვცხადდები და ჩვენებას მივცემ,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. თუმცა ამბობს, რომ ეს საპროტესტო მუხტს ვერ ჩაახშობს.

„მათ ფანტაზიაში რა იხარშება ვერ გეტყვით. ის რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, ის რომ ეს არის მიმართული იმისკენ რომ დააშინონ ადამიანები მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ივანიშვილის დასასრული დაწყებულია.

“არ ვიცი, არც ვფიქრობ ამაზე. შესაძლებელია მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება მაგრამ ერთხელ ერთ ხელისუფლებას როგორ დაუჯდა ეს ყველაფერი ყველას კარგად ახსოვს, ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაფარავს. ეს არის გაბრაზებული ხალხის პროტესტი და ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია,. ეს არის ახალგაზრდების მიერ მართული აქცია, რომლებმაც გუშინ ახალი საქართველო შექმნეს,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...