მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იმ პირობით მივალ თუ გახარიასაც დაიბარებენ გამოკითხვაზე" - გიგი უგულავა

“იმ პირობით მივალ თუ გახარიასაც დაიბარებენ გამოკითხვაზე” – გიგი უგულავა

Published on

თბილისში პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოში ოპოზიციის ლიდერების დაბარებას, დაკითხვაზე დაბარებულ პირთა სიაში მყოფი გიგი უგულავა გამოეხმაურა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის ამართალდამცავებთან გამოკითხვაზე იმ შემთხვევაში მივა თუ კი დაკითხვაზე გახარიასაც დაიბარებენ. მისივე თქმით ის მხოლოდ სასამართლო წესით გამოკითხვას დაეთანხმება:

„იმაზე რაზეც ვარ დაბარებული იმაზე მე მისვლას არ ვაპირებ, ერთადერთი იმ პირობით მივალ თუ გახარიაც მივა ანალოგიურად. არსებობს ჩვენი კანონმდებლობით დადგენილი წესი მოწმის დაკითხვის, სასამართლოში დაკითხვის წესი. კეთილი ინებონ აი საბჭოთა სტილის ბრიფინგი, რომ ჩაატარა და ვიღაცა ლუღლუღებდა რაღაც გაუგებარი ფრაზებით, აი იმათ გასაგონად მინდა ვთქვა. თუ გინდათ რომ აი იმ პროცედურაში მივიღო მონაწილეობა, მიდით გახარია გამოკითხეთ. და თუ არა და სასამართლოს წესით მიუვალ ისე როგორც ნორმალურ მოქალაქეს შეეფერება. ივანიშვილი და გახარია ყველაფერთან არიან ძალიან მოკლე ჭკუის დებილები. იმის მერე, იმ გავრილოვის ღამის მერე რაც მათ მოაწყეს, რა ისრები უნდა გადაიტანონ, რა ისრები გადმოიტანონ. რა იმას უნდა შეტენონ და გამოტენონ. ხალხი დაასახიჩრეს და პრემიერ-მინისტრი ლენჩივით გამოდის და იძახის, რომ ჩვენი ხელწერა არ არისო და არაფერი არ გვისვრიაო. და ადამიანებს თავში აქვთ გაჩხერილი ტყვიები. გინდა ისრები გადაიტანეთ, გინდა ისრები გადმოიტანეთ. ორჯერ დამიჭირა ამ ხელისუფლებამ, შეუძლიათ მესამედაც დამიჭიროს და თუ გინდა მეხუთეჯერ დამიჭიროს. ამით არაფერი არ შეიცვლება. ეს პროტესტი არ გაჩერდება.“-განაცხადა გიგი უგულავამ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...