მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ,,გუშინ ღამე აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო...

გიორგი მარგველაშვილი: ,,გუშინ ღამე აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მივიდა და გუშინ იქ გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

  დღეს არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ, რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი.

გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები, მაშინ მილიციელები ერქვათ და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ.

30 წლის წინ, შემდეგ დღეს აი აქ დაიწვა კომუნისტური პარტიის მანდატები.

დღეს, როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს. იცავენ საქართველოს ღირსებას. იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. რუსული დროშა არასდროს არ იფრიალებს ამ პარლამენტზე.

მე მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს ქართული ოცნებიდან გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების და პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია დემონსტრანტების და პოლიციელების მიმართ. – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

სიახლეები

“ქართულ პოლიტიკაში “იაგოხვიჩიობა” არ მუშაობს, სხვა რამეა საქნელი…” – თემურ გორგაძე

ქართულ პოლიტიკაში, უმეტესწილად, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას და ანალიზს აქვეყნებს ყოფილი...

როგორ ავსებენ ბიუჯეტს მაკონტროლებელი ორგანოები დაქირავებული მოხუცების მეშვეობით – სკანდალური ფაქტი თბილისში

მოქალაქე სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ ორგანოებს ამხელს და ჰყვება იმ ფაქტის შესახებ, რისი თვითმხილველიც თავად...

ტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში...

ზუგდიდში ხვალ აქციაზე პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი ჩამოვა

ზუგდიდი უკვე იქცა რეჟიმთან უწყვეტი წინააღმდეგობის ერთ-ერთ კერად. აქაური პროტესტი ხშირად გამხდარა სხვა ადამიანების...