მთავარიUncategorizedე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა...

ე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა იმას, რასაც ამდენი წელია, ეს ხალხი იცავს, ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.“-გრიგოლ ვაშაძე.

Published on

ოპოზიციის ლიდერები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. წუხელ განვითარებულ მოვლენებს შეაფასეს და განაცხადეს, რომ საზოგადოების პროტესტი არ შეჩერდება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ხვალ 7 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გაიმართება და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა სწორედ ხალხთან შეთანხმდება:


“ის რაც დღეს ჩაიდინა ხელისუფლებამ ეს იყო კანონგარეშე, 7 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე და ხალხთან ერთად გადაწყდება სამოქმედო გეგმა.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ბოკერია ამბობს, რომ მოხდა ძალის გადამეტება, პრემიერის განცხადება კი იყო მაგალითი, როგორი განცხადება არ უნდა გაკეთდეს.

“ამ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე გამორიცხულია განმუხტვა. ეს აღარ არის მხოლოდ კობახიძის პასუხისმგებლობა. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობაც,”-აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, სრული ოპოზიციური სპექტრი იზიარებს სამ მოთხოვნას, კობახიძის გადადგომას, გახარიას გადადგომას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, აქციები არ შეწყდება:

„ნახავენ, რამდენი ადამიანი მოვა. პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები უკვე არაფერ შუაშია აღარ არიან, ე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა იმას, რასაც ამდენი წელია, ეს ხალხი იცავს, ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...