მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერს შინაარსი...

ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ, ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ქონდა – თაარ ხიდაშელი

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი თბილისში გუშინ გამართულ მოვლენებს ეხმაურება:

”გაკვეთილები აქამდე ოროსან, წუხელ დამნაშავედ ქცეულ ხელისუფლებას:

1. როდესაც იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე აუცილებლად მარცხდებით და ხარ ფსკერი;

2. როდესაც იწყებ იმაზე დავას უი 7 ნოემბერს როგორ ადარებო აუცილებლად მარცხდები და უფრო ფსკერზე ეშვები;

3. როდესაც მხოლოდ ის გაქვს სათქმელი რომ უი რა სასაცილო იყო გუშინ უგულავა რეზინის ტყვიებზე შეშფოთდაო კიდევ უფრო დიდი ფსკერი ხარ, მასთან დასატოლებლად არ მომხდარა 2012, მასზე უკეთესს ითხოვდა ხალხი:

4. 24 საათზე მეტი გავიდა შენი დახმარებოთ და ხელშეწყობოთ გავრილოვის მიერ საქართველოს თავზეგადავლიდან და ის ტიპი ვიზიტსაც რომ არ წყვეტს და ისევ შენი ქვეყნის მეორე პირია უფსკრულში ხარ გადაჩეხილი;

5. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ვისაც აზრი შერჩენილი აქვს გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც როდიონოვის ღამის დარად ამ ღამეს გავრილოვის ღამე დაერქმევა რაც უფრო მეტად დაგიმძიმებთ სასჯელს;

6. და ბოლოს, ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ, ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ქონდა.

7. გაფრთხილებდით ეგ კაცი გადაგჩეხავთთქო და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია, ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი.

8. ეხლა თავზე რომ დაგახურებთ დედამიწა მორიგი რუსული სცენარი მოიმარჯვეთ და აგინეთ ყველას, ჩვენს საქმეებში ნუ ერევითო ეძახეთ;

9. იმასავით რიგგარეშე არჩევნები რომც იყოს შეიძლება მოიპარო, იყიდო ესეც გვინახავს, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ ვერ გაექცევი ეს მგონი უკვე უნდა გესწავლა, თუმცა რა ვიცი.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...