“7 ნოემბრისა და 26 მაისის დამგმობმა ხელისუფლებამ, უკვე ეგრეთ წოდებულმა, ჩაიდინა უფრო მეტი” – მეუფე პეტრე

0
451

ქაშუეთის ეზოში სასულიერო პირები არიან შეკრებილები. იქ იმყოფება ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეც, რომელმაც თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მეუფე პეტრეს თქმით, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამგმობმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უფრო მეტი


„გუშინ რომ ვყოფილიყავი თბილისში აუცილებლად აქ ვიქნებოდი და ჩავდგებოდი ახალგაზრდებთან, რომლებიც გათელეს წიხლით და ქართველ ერს გვაქვს გამოცდილება, როდესაც 9 აპრილს არავინ აღმოჩნდა შუაში ჩამდგომი და ვერც ომის დროს მოახერხა ეკლესიამ. შევთხოვთ უფალს, რომ ვინც მოახერხა მოწყალე სამარიტელის მ სგავსად ვიყოთ და მშვიდობიანად გადაიაროს ამ განსაცდელის დღეებმა და ღვთის ნება აღსრულდეს ქართველ ერზე როგოც იქნება უმჯობესი. მიმაჩნია რომ ტელევიზიიდან ყურებას ჯობია აქ ვიყოთ ამ განსაცდელის დღეებში. ძალა არის სიმართლეში და ვინც განსაცდელისა და დაპირსპირების დროს თავისთავზე უნდა აიღოს ტყვიაც კი ეს არის სამღვდელო დასი და დედა ეკლესია, როგორც დედა ჩადგება შუაში ასევე ეკლესიაც.

ვუყურე კადრებს და ეს არის არაადამიანური საქციელი, ასე ცხოველს თუ მოექცევიან, მითხრეს ადამიანებზე გამოყენებული რეზინის ე.წ ტყვიების ნაწილი ცხოველებისთვის იყო მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ არაპროპორციული იყო ძალა და აგონიაში მყოფი პოლიცია თუ სპეცსამსახური ჩადიოდა ამ სისაძაგლეს, როდესაც დარბეულ აქციის მონაწილეებს პარკებში და ბუჩქებში დასდევდა.

მე მინდა მივმართო ყველას ვინც მისმენს, რომ იყოს ქვეყანასა ზედა და სულიწმინდა უძღოდეს და საქართველოზე წინ აარაფერი დადგეს, შევიყვაროთ ღმერთი სამშობლო და ადამიანი. ამ პრინციპით მოვიდა მოქმედი ხელისუფლება უკვე ეგრეთ წოდებული და მახსოვს როგორ გმობდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს . 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამგმობმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უფრო მეტი“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

წინა სტატიათენგიზ ჯგუშია მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატია“ქრისტეს სახელით სპეკულირება ხდება, რუსეთის მონობაში საქართველო არ უნდა დავუშვათ… მე თქვენს გვერდით ვარ” – მეუფე საბა თბილისის მოვლენებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური