მთავარიUncategorizedგეგა შენგელია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება

გეგა შენგელია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება

Published on

დღეიდან გეგა შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერის უფლებამოსილების ცნობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მოხდა. აქცია-პერფომანსი მოაწყვეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ტრანსპარანტებით, თავზე  ტომარაწამოცმულები და პირაკრულები მივიდნენ სხომაზე და არჩევნების შედეგები ამ ფორმით გააპროტესტეს. მათ გამოჩენას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ახალგაზრდებს გამოხატვის ფორმა არ მოუწონეს და მათ პროტესტს შოუ უწოდეს, რასაც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და ოპოზიციური კანდიდატების მხრიდან სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა. ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ პალაკატები ,,გეგა შენს ვალს ზუგდიდი გადაიხდის? ,,ძალად არჩეული მერი,, ,,მირანდა საოლქო ბიძინას ბუტკა გგონია?,, ,,გია დანელია შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი,.

გეგა შენგელიას უფლებამოსილება  საკრებულომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ცნო. უმრავლესობის დეპუტატაებმა ახალგაზრდების პერფომანსი 9 წლიანი რეჟიმის დიქტატურას შეადარეს, რაასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სათითაოდ გადაუხადეს მადლობა გეგა შენგელიას და ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა და ოპოზიციას ისევ 9 წელი შეახსენეს. საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ კითხვა დაუსვა ერთ – ერთ ახალგაზრდას, რომელიც მისი სოფლიდანაა, რატომ მოვიდა აქ დღეს პლაკატით და თუ იცის, რა გაკეთდა ამ ხელისუფლების პირობებში მის სოფელში. კოდუა   საკრებულოს წევრმა  ანა წითლიძემ ახალგაზრდების „საქმის გარჩევაში“ დაადანაშაულა. გეგა შენგელიამ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ნდობისთვის და განაცხადა, რომ ის აუცილებლად შეასრულებს იმ პირობას, რაც წინასაარჩევნოდ დადო, რომ ზუგდიდი უნდა გახდეს უკთესი, ვიდრე დღესაა. შენგელიამ ახალგაზრდების პროტესტის ფორმაზე განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები და კომენტარი არ გააკეთა.რაც შეეხება, საკადრო ცვლილებებსა და ვიცე-მერი დანიშვნას, გეგა შენგელიას თქმით, კონკრეტული ვადები არ იცის, თუმცა გუნდში ამაზე იმსჯელებენ.

ზუგდიდში მერის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19  მაისს გაიმართა. ოპოზიციის თქმით, ეს იყო ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით ჩატარებული არჩევნები და არა არჩეული მერი, არამედ ივანიშვილის მიერ დანიშნული

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...