მთავარისიახლეებისაზოგადოება„საიამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ზუგდიდში შეხვედრა...

„საიამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ზუგდიდში შეხვედრა გამართეს [Video]

Published on

„საიამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ზუგდიდში  შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ჰესების მშენებლობამდე უნდა ჩატარდეს გარემოსდაცვითი შეფასება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას მხოლოდ დრაფტი დოკუმენტი აქვს და არ გააჩნია ხედვა. „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ  აუცილებლად საჭიროა საუბარი არა რამე ზოგადზე, არამედ, კონკრეტულ გეგმებზე და კონკრეტულ ხელშეკრულებებზე რა გვჭირდება და რა უნდა ვიცოდეთ.შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად მესტიიდან ჩამოსული მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათი თქმით, როცა ჰესების მშენებლობაზეა საუბარი, აუცილებელია მათი ჩართვა ამ პროცესში და მათი აზრის გათვალისწინება.სამუშაო შეხვედრა ფონდ „პური მსოფლიოსათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...