მთავარისიახლეებისაზოგადოება„ჟურნალისტური ეთიკის საბაზისო პრინციპები“ - საჯარო ლექცია შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში

„ჟურნალისტური ეთიკის საბაზისო პრინციპები“ – საჯარო ლექცია შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში

Published on

შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის  სპეციალური საჯარო ლექცია  თემაზე „ჟურნალისტური ეთიკის საბაზისო პრინციპები“ წაიკითხეს, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ორგანიზებით შედგა.    შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, ვიქტორ ბრანდტი.“ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“  პროექტების მენეჯერის ანა დაბრუნდაშვილის  თქმით, მათ სტუდენტებს  ევროკავშირის სადამკვირვებო მისიისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი „მშვიდობის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გააცნეს.ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის განმარტებით, სტუდენტებთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტრესო შეხვედრა შედგა. საჯარო ლექციის წაკითხვის შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა დაინტერესება გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ „მშვიდობის პრიზი ჟურნალისტიკაში“, მათივე თქმით, ისინი კონფლიქტის პირა სპეციფიკურ რეგიონში ცხოვრობენ და განმარტეს, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2019 -ის გაცნობის მიზნით, მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვა რეგიონების უნივერსიტეტებშიც   ჩატარდება.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...