მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი - პირდაპირ წმინდა ნინოს ტრანსფორმაცია თუ ტურისტ-პილიგრიმი

სალომე ზურაბიშვილი – პირდაპირ წმინდა ნინოს ტრანსფორმაცია თუ ტურისტ-პილიგრიმი

Published on

გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – “კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა” – სიტყვით გამოსვლისას ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და  ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი ”

თუ უთხრა ვინმემ სალომე ზურაბიშვილს, რომ  ნინო ტურისტული მიზნებით არ შემოსულა საქართველოში.ნინოს გზა სიწმინდის გზაა.   იგი პრეზიდენტის ტახტრევანდით და ფრანციცული ხამლით კი არა,   ფეხშიშველმა უნდა გამოიარო,  ღვთისმშობლის გამოწვდილი  ვაზის ჯვრით.  ფარისეველი  ვერ გახდება შეუწველი მაყვალი – სპეკულაცია მძიმე ცოდვაა,ფრთხილად, მაყვლიანი არ გადაიბუგოს თავფარავნის გზაზე და ნანა დედოფლის ბაღნარში

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...