მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგარეჯოში 85 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა....

საგარეჯოში 85 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე, დაჭრა ცოლი

Published on

საგარეჯოში 85 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე, დაჭრა ცოლი.
 
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი, დასახმარებლად შესულ მეზობელ დედა-შვილს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
 
“დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს” – აღნიშნავენ  შს სამინისტროში.
 
ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ  ორი მოკლული, ამ ოჯახისმხოლოდ მეზობელი კი არა< ახლო ნათესავია – ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, 85 წლის მა­მა­კაც­მა შვილ­სა და რძალს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ხმა­ურ­ზე შე­მო­სულ ნა­თე­სა­ვებს – ძმის ცოლ­სა და ძმის­შვილს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...