ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გრძელდება ახალგაზრდებთან, ზუგდიდის მერობის კანდიდატების შეხვედრები. დღეს, ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია შეხვდა. მერობის კანდიდატმა იმ თემებზე და საკითხებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. მან მთავარი აქცენტი დასაქმებაზე გააკეთა საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “yar” -ის წარმომადგენელმა, გიორგი ჯგუშიამ, რომელიც დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას შვილია, მერობის კანდიდატს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და ასევე შესთავაზა მიიღებდა თუ არა იგი თენგიზ ჯგუშიასთან ერთად დებატებში მონაწილეობას. ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა, დათა აქუბარდიამ შეკითხვები დასვა, ქალაქში უპატრონო ძაღლების თავშესაფრის არარსებობაზე და იმ ახალგაზრდების დასაქმებაზე, რომლებიც არცერთი პარტიის წევრები არ არიან. მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ შეხვედრა შეაფასა და განმარტა, რომ ის აქტიურად აპირებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობას და მათთვის იმ პრობლემების მოგვარებას, რომლის შესახებაც შეხვედრაზე ისაუბრეს. ამ ფორმატში მომდევნო შეხვედრა, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ თენგიზ ჯგუშიასთან გაიმართება.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...