მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელისუფლება ცდილობს დაშინებით და მოსყიდვით შეცვალოს საარჩევნო პროცესი"- ანა წითლიძე

“ხელისუფლება ცდილობს დაშინებით და მოსყიდვით შეცვალოს საარჩევნო პროცესი”- ანა წითლიძე

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციაში წევრების მიერ პარტიის დატოვებას უარყოფენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე  ანა წითლიძის თქმით,  მედიის  მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესი „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ არის მართული.
„ქართულ ოცნებას“ დარჩა მხოლოდ ბინძური ხერხები ჩვენთვის უცნობი ადამიანების გამოყენებით, მოსყიდვით, დაშინებით შეცვალოს საარჩევნო პროცესი. სერიოზული პრობლემები აქვს ხელისუფლებას და ჯობია ხალხს მიხედონ და საქმე აკეთონ. ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ პარტია დატოვეს, არასდროს ყოფილან ჩვენი პარტიის წევრები. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ ანი წითლიძემ.
დღეს დილით მედიასაშუალებებმა  გავრცელეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ  ნაციონალური მოძრაობა 30-მდე კოორდინატორმა ხელფასების გაუცემლობის გამო დატოვა.
 

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...