მთავარისიახლეებისაზოგადოება„ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, მთავრობის მხრიდან ჭიანურდება პროცესი"- ანაკლიის კონსორციუმი

„ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, მთავრობის მხრიდან ჭიანურდება პროცესი”- ანაკლიის კონსორციუმი

Published on

ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები დროში  რომ იწელება, ამაზე ანაკლიის კონსორციუმი ღიად საუბრობს. მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რაც პროცესს აფერხებს. ამის შესახებ ღიად და გამჭვირვალედ მიანიშნებს  ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.  „სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასა და ბანკებს შორის. მე ვერ გეტყვით მიზეზებს. ველოდებოდით, რომ შეხვედრა აპრილში შედეგბოდა. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, უახლოეს პერიოდში შეხვდებიან, რადგან ეს გაჭიანურება პირდაპირ ხელს უშლის ვადას, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ ამ მოლაპარაკებებზე. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ თემებზე, მთავარია, შეხვედრა შედგეს და პოზიციები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ხაზარაძემ. 15 ივნისს ფინანსური დახურვის საბოლოო თარიღია, რომელიც სავარაუდოდ შეფერხდება. „ფინანსური დახურვა გულისხმობს ამ ოთხი დიდი ბანკისგან, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, საბოლოოდ დასტურის მიღებას, რომ ამ პროექტს აფინანსებენ“ განაცხადა მანწკავამ. კონსორციუმი მთავრობასთან წარდგენილი 8 პუნქტიანი გეგმის პასუხის მოლოდინშია, რომელსაც მთავრობა ხელოვნურად აჭიანურებს. „ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, მთავრობის მხრიდან ჭიანურდება პროცესი.ამ პასუხის მიხედვით გაირკვევა, მთავრობა რაზეა თანახმა მსესხებელთად და რაზე არა, მხოლოდ ამ პროცესის დასრულებაზეა დამოკიდებული იმის თქმა, ჭიანურდება თუ არ ჭიანურდება პროცესი“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საოპერაციო და რეგიონალურმა დირექტორმა ანზორ მანწკავამ.   საუბარია იმ ბანკებთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც  ქვეყნის  უმსხვილესი დონორები არიან. „წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვერ მოელაპარაკო ბანკებს, რომლებსაც მილიარდები აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. აქ უბრალოდ საუბარია უფრო სწრაფ მენეჯმენტსა და სურვილზე, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად დაიწყოს. იმედი მაქვს, მაისში გააქტიურდება ეს შეხვედრები, მოთმინებით ველით ამ პროცესს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.   ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთავრობას რამდენიმეპუნქტიანი პირობა წარუდგინეს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა აღნიშნულ საკითხებზე მთავრობისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგნლებს შორის აპრილში უნდა გამართულიყო.  „ისეთი გაუგებარი პროცესები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა გვაქვს შეფერხება. თქვენ იცით, რომ პროკურატურამ რაღაცეები განაცხადა, მერე საერთოდ დაიკარგნენ . რა თქმა უნდა ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორები და ყველა ის პროცესი, რაც უკავშირდება ამ ამბებს.არც ერთ ინვესტორს არ უთქვამს, რომ აი, ამ პროცესების გამო არ გავაკეთებთო, მაგრამ ამის გამოც ალბათ არის შეფერხებები. „- განაცხადა ანზორ მანტკავამ.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...