მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ველოდოთ ე.წ. არჩევნების სპეცოპერაციის...

გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ველოდოთ ე.წ. არჩევნების სპეცოპერაციის ჩატარებას

Published on

დღეს , 1 მაისს, 12 საათზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
 
ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, ვიცე-პრემიერს, შს მინისტრს  გიორგი გახარიას დაეკისრა.
 
ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.
 
.ოპოზიციის შეფასებით,  საბჭოს მდივნად  გიორგი გახარიას დანიშვნა, რომლის მიმართ არაერთი  კითხვა არსებობს, მიუღებელია. პოლიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ნაბიჯი გუნდში შიდა უთანხმოების საფუძველიც გახდეს. 
 
"ბიძინა ივანიშვილი ყველაზე შავი საქმისთვის რეალურად ეყრდნობა სწორედ გახარიას, მათ შორის ე.წ. არჩევნების სპეცოპერაციის ჩატარება, ისეთი ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ ზეწოლამ, საუბარია ია კერზაიაზე. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო სწორედ გახარია და ამიტომ გასაკვირი ნამდვილად არ არის,რომ ახლა უკვე ფორმალურადაც უდნა ბიძინა ივანიშვის რომ ეს პოსტი სწორედ მას მიანიჭოს,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა. 
 
"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე კი განმარტავს, რომ გახარიას დანიშვნა ამ პოსტზე იმ უცნაური გადაწყვეტილებების გაგრძელებაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში აქამდე არაერთხელ მიიღო.
 
"ის, რომ გამოუძიებელი საქმეებით და მანტრა ფრაზით – "მიმდინარეობის გამოძიება," ესეთი ადამიანი ,,წინაურდება'' , ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" თავის შეცდომებს არ აღიარებს,"-აცხადებს სერგი კაპანაძე. 
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...