მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასასიამოვნო მიღება-დახვედრა - ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის პირველი დღე სამსახურში

არასასიამოვნო მიღება-დახვედრა – ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის პირველი დღე სამსახურში [Video]

Published on

ზუგდიდის საბიბლიოთეკო გაერთიანების  ყოფილი თანამშრომელი სამსახურში დაბრუნდა.ზეინაბ მორგოშია მუშაობას კვლავ ძველ – მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გააგრძელებს.თუმცა როგორც მორგოშიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას. ის განყოფილების გამგის  და დირექტორის მხრიდან მის მიმართ გამოხატულ უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბრობს.ბრალდებას უარყოფს განყოფილების გამგე ქეთევან კვარაცხელია, მისი თქმით, არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ქონია.საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მადონა მაქაცარია აცხადებს, რომ პრობლემა სამუშაო მაგიდის გამოყოფა იყო, რაც უკვე მოგვარებულია.ზეინაბ მორგოშია  სამსახურიდან 2017 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, როგორც თვითონ აცხადებს, მისი გათავისუფლენა პოლიტიკური ნიშნით,  მაშინდელი მერის, მისი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით  მოხდა, რადგან მისი ქმრის, ალიოშა ალანიას მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებდათ. ზეინაბ მორგოშიამ სასამართლო დავა შეთანხმების საფუძველზე შეწყყვიტა, მას კომპენსაციის სახით გადაუხდიან 4 ათას ლარს, ნაცვლად 8 ათასისა. მისი თქით, რაღაც დათმობაზე წავიდა და სასამართლო დავა არ გააგრძელა.

 

 

 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...