მთავარისიახლეებიპოლიტიკაინციდენტი დარჩელში - ბაჩანა შენგელიას კითხვას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა

ინციდენტი დარჩელში – ბაჩანა შენგელიას კითხვას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა [Video]

Published on

ინციდენტი სოფელ დარჩელში – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ადგილობრივებთან გიორგი შენგელიას შეხვედრაზე მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მივიდა, რომელმაც მერობის კანდიდატს შეკითხვა დაუსვა, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს გიორგი შენგელია, როგორც მერობის კანდიდატი  ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე. „ეს მოხდა სწორედ არჩევნების პერიოდში, დედაჩემი შეეწირა პოლიტიკურ ზეწოლას და თქვენ ერთხელაც არ გიხსენებიატ ია კერზაია. რა პასუხისმგებლობას იღებთ?“- უთხრა ბაჩანა შენგელიამ გიორგი შენგელიას. „ მე ძალიან დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ამ ტრაგედიის გამო, ჩემი გუნდის მიზანია გამოიძიოს ეს საქმე. მე არ ვარ კომპეტენტური, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოძიება იქნება ობიექტური“- განაცხადა გიორგი შენგელიამ. ასევე ია კერზაიას შვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელს ლაშა გვასალიას კითხვით, იყო თუ არა იმ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მან თქვა, რომ უნდა დაისაჯოს გამორჩეული სკოლის დირექტორი, რომ სხვებმა ისწავლონ ჭკუა, რასაც გვასალიას მხრიდან მოყვა პასუხი, რომ ბაჩანა შენგელიას იყენებდნენ და ეუბნებობდნენ არასწორ ინფორმაციას, რასაც  ბაჩანა შენგელიას მხრიდან გაღზიანება მოყვა და ვითარება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, მან გვასალიას ამ სიტყვებით მიმართა.“მე მოვედი აქ რომ კითხვა დამესვა დედაჩემის ტრაგედიის გამო და თქვენ რას მმეუბნებით? რა გამოყენებაზე მელაპარაკებით?“-

 

 

 

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...