მთავარისიახლეებიექსკლუზივი"როცა აშენდება ლაზიკა, მაქსიმუმ 2 წელიწადი, ზუგდიდში გაჩნდება 50 ათასი მაღალანაზღაურებადი სამსახური"-...

“როცა აშენდება ლაზიკა, მაქსიმუმ 2 წელიწადი, ზუგდიდში გაჩნდება 50 ათასი მაღალანაზღაურებადი სამსახური”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა „ოდიშის“ ეთერში პროექტ „ლაზიკაზე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ლაზიკა შექმნის 50 ათას მაღალანაზღაურებად სამუშაოს, ასევე საშუალო წლიური შემოსავალი იქნება 200 ათასიდან 300 ათას ლარამდე.
„როცა აშენდება ლაზიკა და მის აშენებას უნდა მაქსიმუმ 2 წელიწადი, ზუგდიდში გაჩნდება 50 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ეს ნიშნავს იმას, რომ აქედან რამდენიმე წელიწადში 200 და 300 ლარი კი არ იქნება საშუალო შემოსავალი არამედ 200 ათასიდან 300 ათას ლარამდე იქნება წელიწადში საშუალო ზუგდიდელის შემოსავალი. აქ გაჩნდება სულ სხვა პერსპექტივა.“- განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ის პროექტი, რასაც ახლა ხელისუფლება ხალხს ეუბნება, წინა ხელისუფლების დაწყებულია
„ახლა ზუგდიდელებს პირდებიან, გაზს, წყალს, გზას, ეს პროექტები ჩემი დაწყებულია და ახალი არაფერი აქ არ არის. ბათუმი ხომ ყველას მოგვწონს, ზუგდიდი კი იქნება ოთხჯერ მეტი ვიდრე ბათუმი.ზუგდიდში იქნება მეტი ცათამბჯენები და მეტი ბიზნესი, მეტი ტურისტი, მეტი ქარხნები.
ზუგდიდი იქნება სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში როცა პორტი აშენდება და ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება პირველი რეგიონული  ცენტრი. მე გესაუბრებით ამას, როგორც ამ პროექტის ავტორი, როგორც ბათუმის ამშენებელი. მე არ ვარ ვიღაცა, ვინც ფანტაზიებს მოგიყვებათ.
თქვენ გაქვთ შანსი ზუგდიდი აქციოთ საქართველოშიდა მთელ ამიერკავკასიაში ყველაზე მაგარ ქალაქად.
როგორც კი სანდრა გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს ჩემი სწრაფი ტემპით დაბრუნებას საქართველოში.სანდრას გამარჯვება ნიშნავს, რომ შემოდგომამდე ივანიშვილი არ იქნება საქართველოში. თქვენ ახლა ხმას აძლევთ საქართველოს გადარჩენას.თუ თქვენ ირჩევთ სანდრას, ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდგომაზე საქართველოში უკვე იქნება სხვა ხელისუფლება და ზუგდიდიც დაიწყებს სწრაფად განვითარებას.“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა,

სიახლეები

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ...