მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება პანკისში? სოფელ ძიბახევში 50 პოლიციელი იმყოფება, მოსახლეობას პასუხობენ, რომ...

რა ხდება პანკისში? სოფელ ძიბახევში 50 პოლიციელი იმყოფება, მოსახლეობას პასუხობენ, რომ სკვერის გაშენებას აპირებენ

Published on

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ადგილზე დროებითი საგუშაგოების მონტაჟი დაიწყო.
 
სოფელ ძიბახევის ტერიტორია, სადაც ორი დღის წინ სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, ახლა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და იქ 50-მდე პოლიციელი იმყოფება. ადგილზე დგამენ დროებითი განთავსების პუნქტებს, სადაც დაცვის პოლიცია ჩადგება.
 
ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყებისგან განმარტებები არ მიუღიათ, შესაბამისად არ იციან, რატომ უნდა ჩადგნენ დაცვის პოლიციელები ხეობაში. მოსახლეობის თქმით, პოლიციელებმა მათ მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ ჩადგეს ჯიხურები სოფელ ძიბახევში  უპასუხეს, რომ სკვერის გაშენებას აპირებენ.
 
ამ დროისათვის პანკისელები  სოფელ ჯოყოლოში იკრიბებიან, რათა მათი თქმით, სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
 
„ხალხის აზრია, რომ რა არის აქ დასაცავი? ჯერ ჯერობით გაურკვევლობაა ხეობაშიც, ხალხშიც, თუმცა არ მგონია საგანგაშო რამე იყოს,“-ამბობს ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” გამგეობის წევრი სულხან ბორძიკაშვილი.
 
ოფიციალური უნფორმაცია, რა მიზნით იმყოფება 50-მდე დაცვის პოლიციის თანამშრომელი სოფელ ძიბახევში, ჯერ არ გაკეთებულა.
 
პანკისელები ამბობენ, რომ მათთვის სამართალდამცველებთან დაპირისპირების ის ფორმა, რასაც კვირას ჰქონდა ადგილი, მიუღებელია, თუმცა, თუ პოლიცია ინციდენტში მონაწილეების დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს.
მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ყველა ის ადამიანი ვინც, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდეს, რადგან მათთვის რომელიმე თანასოფლელის გამორჩევა და დაკავება მიუღებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ რაც ხეობაში კვირას მოხდა, სადამსჯელო ღონისძიება იყო..

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...