მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ბევრი კარგი მსმენია თქვენს ქვეყანაზე და დიდი ხანია ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე'' -...

,,ბევრი კარგი მსმენია თქვენს ქვეყანაზე და დიდი ხანია ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე” – განაცხადა რუსეთში ვიზიტად ჩასულმა კიმ ჩენ ინმა

Published on

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. გამთენიისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. პირველი გაჩერება კიმ ჩენ ინმა ხასანის სარკინიგზო სადგურზე გააკეთა, სადაც მას პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო საზეიმოდ დახვდა.
 
, .ბევრი კარგი მსმენია თქვენს ქვეყანაზე და დიდი ხანია ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც ქვეყნის სათავეში მოვედი და მხოლოდ ახლა შევძელი რუსეთში ჩამოსვლა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
 
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მამამისს ძალიან უყვარდა რუსეთი და ახლა ის, ტრადიციისამებრ, ორ ქვეყნებს შორის კავშირებს გააძლიერებს.
 

 
კიმ ჩენ ინის მარშრუტის საბოლოო დანიშნულება ვლადივოსტოკია.
 
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გახდა. ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.
 
 
 
 
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...