რა მოგვიტანა დღეს საპენსიო რეფორმამ? – კამათი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე

0
434
,, საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის – განაცხადა დღეს ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. –  ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები. ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს,არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემისშექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას გაზრდის 4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე ანგარიშს გააუმჯობესებს 2 პროცენტული პუნქტით.  ”
 
 საპენსიო რეფორმისა და ფონდის შესახებ პრინციპულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი გამოთქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ
,,რა მოგვიტანა დღეს საპენსიო რეფორმამ? პირველი, ადამიანებს ყოველთვიურად იძულებით ართმევენ ფულს, უმცირებენ ხელფასს და ეს ფული მიდის კომერციულ ბანკებში. ანუ, იმისთვის რომ ჩვენი საკუთარი ფული კომერციულ ბანკში დაგვადებინონ ძალით, სახელმწიფო იძულებით გვახდევინებს კიდევ ფულს. არ არსებობს არანაირი გეგმა, არ არსებობს საინვესტიციო საბჭო, არსებობს უბრალოდ საპენსიო სააგენტო. ვინახავთ მორიგ ბიუროკრატიას, რომელიც ჩვენ ხარჯზე არსებობს, აქვს ძალიან მაღალი ხელფასები და დაკავებულია ახალი მავნებლური რეგულაციების მოგონებით, მაგალითად ისეთით, რომ თურმე ჩაერევა შრომით დავებში და დაააჯარიმებს კომპანიებს მათი თანამშრომლების ხელფასების ზრდის ან შემცირების მიხედვით. ” – განაცხადა მან 
 
წინა სტატიაკიდევ ერთხელ მინისტრ მაჩო გახარიაზე და ყავაზე
შემდეგი სტატიაბრძოლა კულისებში: მთავრობას გახარია აღარ აწყობს? – პანკისში მომხდარი, შესაძლოა, პროვოკაცია იყო და ის უახლოეს მომავალში სხვა ინტრიგებს და მამაძაღლობასაც უნდა ელოდოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური