მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების ოპონენტების აზრით, ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან კონფლიქტის გამო ტოვებს თანამდებობას

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან კონფლიქტის გამო ტოვებს თანამდებობას

Published on

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის  გადაწყვეტილებას თანამდებობიდან წასვლის  შესახებ ოპოზიცია ეხმაურება.
 
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან კონფლიქტის გამო ტოვებს თანამდებობას.
 
ოპოზიციის წევრების თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ადმინისტრაციიდან ბევრი ადამიანი გაათავისუფლა, კადრების გადანაწილების გამო, ზურაბიშვილსა და ჟვანიას შორის დაპირისპირება მოხდა.
 
„პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაუშვეს უამრავი ადამიანი და არაერთი ძალიან ძლიერი პროფესიონალი. ეს, როგორც წესი, არის წაშლა ინსტიტუციური მეხსიერების და ინსტიტუციების დანგრევის მცდელობა იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად, აქ მიდის ბრძოლა ადგილებისთვის, ნეპოტიზმია მთავარი მამოძრავებელი, როგორც ჟვანიასი, ისე, როგორც ჩანს, პრეზდენტის და მათ შორის, როგორც ჩანს, ამ ფონზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის კონფლიქტი, ვის კადრს დანიშნავდნენ ამა თუ იმ თანამდებობაზე იმ ფონზე, როცა უამრავი პროფესიონალი ადამიანი გაყარეს ბოლო თვეების განმავლობაში,“ – განაცხადა ევროპულ საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
 
ოპოზიციის წევრების თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ადრე წავა ქართული ოცნებიდან, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მათი თქმით, მოსახლეობა საბოლოოდ მოქმედ ხელისუფლებას მალე დაემშვიდობება.
 
„ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში, მათ ყველაზე კარგად იციან, რა მოუტანა მათმა მმართველობამ ამ შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას. გაზრდილი გაჭირვება, გაზრდილი კრიმინალი, დაცემული და დაშლილი ეკონომიკა, გაზრდილი უმუშევრობა, უფრო მეტი ადამიანი გაქცეული საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად. მათ იციან, რომ ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს და განაჩენს მათ ძალიან მალე დაუყენებს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური შემოდგომა, ამას ყველაზე კარგად გრძნობენ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენენ. ვინ ადრე წავა, ვინ გვიან წავა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ ძალიან მალე დაემშვიდობება,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.
 

რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, , რომ სალომე ზურაბიშვილს ვერ გაუძლო ლაშა ჟვანიამაც კი „თუ ლაშა ჟვანიასთვისაც კი შეუძლებლი აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო უფროსი, მეტი რა უნდა ვთვქათ. ლაშა ჟვანია ხომ ისეთი კაცია, თვინიერი და ა.შ, ესეც ხომ არ არის ხელისუფლება?! სასახლესთან დაკავშირებითაც რომ ვთქვათ, რამდენი ხანი გვითვალა ივანიშვილმა, რა ღირს ეს ერთი სასახლე. ახლა კიდევ ორი გვაქვს. ერთი, თურმე სადაც მუშაობს სალომე ზურაბივილი და მეორე, სადაც შეხვედრებს მართავს. რა არის ეს?!  მიმდინარეობს ხელისუფლების რღვევის პროცესი. ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა, მაგრამ 8 თვის წინ დანიშნული მინისტრი ქობულია მიდის და ის საკითხია – ან რისთვის მოგყავდით, ან რისთვის მიშვებთო. 3 თვის წინ დანიშნული ლაშა ჟვანია უკვე მიდის და ზურაბივილს ვერ უძლებს“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 4 თვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ადმინისტრაციის უფროსი ტოვებს. ლაშა ჟვანიამ ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი მაისიდან ადმინისტრაციიდან წავა და ისევ საპატრიარქოს ფონდში დაბრუნდება.
 

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...