მთავარისიახლეებისამართალიგურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში იმართება

გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში იმართება

Published on

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
 
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება და დასწრების უფლება მხოლოდ ოფიციალურ მხარეებს აქვთ.
 
სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
 
კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა.
„მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რის სამართლებრივი მიზეზიც არ არსებობდა. დღეს ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოიკითხება. შემდეგში კი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება,“ – განაცხადა კონდახიშვილმა.
 
დავით კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით 60-მდე მოწმის გამოკითხვა მოხდება.
 
დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...