მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა...

,,ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან

Published on

ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს, ქვეყნის მთავარი სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი მომდევნო მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს, "ოცნება" უარს ამბობს გახადოს გამჭვირვალე მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კენჭისყრის შედეგები იყოს ღია. მმართელის გუნდი ასევე უარს ამბობს კანდიდატებს, რომლებიც არ დაეთანხმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, ჰქონდეთ სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. სხდომის დაწყების წინ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება, მმართველი პარტიის პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ბიძინა ივანიშვილის პარტია მხოლოდ ორ დათმობაზე მიდის.
 
საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია დათანხმდა ვენეციის კომისიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს აღარ მოუწვეთ ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდა. მეორე, შეეხება ინტერესთა კონფლიქტს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ კანდიდატს, რომელსაც  სურს გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ის ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.
 
თუმცა, პოლიტიკური მოთხოვნა, რომ ამ მოწვევის პარლამენტს არ დაეკომლექტებინა უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე და ნაწილი დაეტოვებინა სხვა მოწვევის პარლამენტისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საჭიროა გაიმართოს კონსულტაციები იმისთვის, რომ დადგინდეს რამდენი მოსამართლე სჭირდება უზენაეს სასამართლოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, რომელის მიხედვითაც ფარული კენჭისყრის გაუქმება უნდა მომხდარიყო.
 
„იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს. კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია შესრულდება სრულად და მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. იცით რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია აქ პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა რომ დავუბრუნდეთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ვიმსჯელეთ ჩვენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან. რაც შეეხება ღია  კენჭისყრას, რომელსაც ითხოვენ ოპონენტები, ღია კენჭისყრა იყო სწორედ ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ზუსტად ჩვენ შევცვალეთ 2013 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით და ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი ამ კანონპროექტშიც. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ პარლამენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სასამართლო ხელისუფლებასთან, უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკურ საკითხს ეხება. გადაწყვეტილების  მიღების პროცესში ჩვენ ამ რეკომენდაციას განვიხილავთ,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...