მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გიორგი ჯანაშია მერიის თანამშრომელი არ არის"- presa.ge-ს რედაქტორის ბრალდებას მერიაში უპასუხეს

“გიორგი ჯანაშია მერიის თანამშრომელი არ არის”- presa.ge-ს რედაქტორის ბრალდებას მერიაში უპასუხეს

Published on

presa.ge- ს რედაქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანი ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის, მერიაში უარყოფენ. უწყებაში აცახდებენ, რომ რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მის მიერ ნახსენები გიორგი ჯანაშია მერიის თანამშრომელი არ არის: "გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი ჯანაშია არის მერიის მაღალჩინოსანი, სიმართლეს არ შეესაბამება.გიორგი ჯანაშია მერიის დაქვემდებარებულ არცერთ სტრუქტურაში არ მუშაობს. "- აცხადებენ მერიაში.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და უკანონო თვალთვალზე  ინფორმაციას  საინფორმაციო სააგენტო presa.ge ავრცელებს. გიორგი კაპანაძე ყვება, რომ ზუგდიდში itv-ის გადამღებ ჯგუფს ზუგდიდის მერის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გიორგი ჯანაშია უთვალთვალებდა. ის ჟურნალისტებზე ფარულ ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებდა. presa.ge-s ხელმძღვანელი ფაქტის შესახებ სახალხო დამცველს დღეს მიაწვდის ინფორმაციას. გიორგი კაპანაძე პროკურატურისგან გამოძიებასაც მოითხოვს.
 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...