მთავარისიახლეებიპოლიტიკაზელენსკი სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა, მან კონკურენტთან საკამათოდ 19...

ზელენსკი სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა, მან კონკურენტთან საკამათოდ 19 აპრილი აირჩია

Published on

პეტრო პოროშენკოს დებატი ცარიელ ტრიბუნასთან მოუწია. მისი მეტოქე ვლადიმერ ზელენსკი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე არ გამოცხადდა. ამიტომ მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ სტადიონზე მისული ხალხი უსმენდა. პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკის 45 წუთის განმავლობაში ელოდა, თუმცა უშედეგოდ. პოროშენკომ ეს დრო ჟურნალისტებთან საუბარს და ოპონენტის კრიტიკას დაუთმო.
 
ორივე კანდიდატი დებატების გამართვას გასულ კვირას დათანხმდა, მაგრამ ისინი თარიღზე ვერ შეთანხმდნენ. ზელენსკიმ კონკურენტთან საკამათოდ 19 აპრილი აირჩია.
 
პოროშენკომ კი მას შეხვედრა ორჯერ 14 და 19 აპრილს შესთავაზა. თუმცა ზელენსკი გუშინ დებატებზე არ მივიდა. ის ოპონენტს სტადიონზე მხოლოდ 19 აპრილს ელოდება.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...