მთავარისიახლეებისაზოგადოებარით იმშვიდებს თავს ირაკლი კობახიძე და რაზე წყდება გული კახი კალაძეს?

რით იმშვიდებს თავს ირაკლი კობახიძე და რაზე წყდება გული კახი კალაძეს?

Published on

,,დაიცავი საქართველოს" ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3% ბარიერის გადალახვაც კი, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „დაიცავი საქართველოს" პოლიტიკურ შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
 
„დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლის დავით მაღრაძის თქმით,  ჯობს ირაკლი კობახიძემ იფიქროს იმაზე, რა პროცენტებს მიიღებს  “ქართული ოცნება“ და  ურჩევნია მისი გუნდის წევრები  ჯერ წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვნენ
 
„ამაზე მინდა ვუპასუხო ბატონ ივანიშვილს, რადგან კობახიძეს არ მგონია თავისი აზრი გააჩნდეს. ჯერ ერთი, მე არანაირი პარტია არ დამიფუძნებია, არც ვაპირებ მომავალში დავაფუძნო, ან რომელიმე პარტიაში გავწევრიანდე. მკაფიოდ განვაცხადე, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ვაპირებ. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობის დასაწყისი და არა პოლიტიკური პარტიის შექმნის მცდელობა. შეიძლება, სამომავლოდ ეს მოხდეს, მაგრამ მე ახლა პოლიტიკურ, აქტიურ მოღვაწეობას არ ვაპირებ, ამიტომ 2020 წლის არჩევნებში მე ამომრჩევლის სტატუსით მივიღებ მონაწილეობას და არა ასარჩევის.
 
თვითონ „ოცნება“ რა პროცენტებს მიიღებს, იმაზე იფიქროს ურჩევნია, ვიდრე სხვების მოსალოდნელ რეიტინგებზე, რადგან როგორ კარგად ითვლის „ოცნება“ პროცენტებს, გამოჩნდა პირველ ტურში, თან რომ იზეიმეს გამარჯვება. წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვნენ, პროცენტებში გაერკვნენ და საერთოდ, მხარდამჭერი ჰყავთ თუ არა ამაშიც გაერკვნენ. რა ზნეობაა, სახლში რომ იჯექით და იქიდან უყურებდით ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და აი, ამ ბრძოლის მინუსად გამოცხადება, თუ არის ზნეობა?! ეროვნული ამოცანის ხარისხში ავა ის, რომ ,,ოცნება“ უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას ისე, რომ ,,ნაციონალები“ არ მობრუნდნენ,“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.
 
კახი კალაძის თქმით, მას წინასწარ გაუჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა შეუძლია ამ გაერთიანებას ან რისი სურვილი აქვს.
 
„მე ერთი მხრივ, გული მწყდება, რომ დავინახე ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა, ჩვენთან ერთად ფაქტობრივად, ყოველდღიურობაში მონაწილეობდა და გულდასაწყვეტია მათი დღევანდელი პოზიცია, თუმცა იქ ვნახე ადამიანები, ვინც 2012 წლამდეც ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში და შედეგი რა იყო? – შედეგი იყო არაფერი.
 
შესაბამისად, მე წინასწარ რაიმეზე საუბარი გამიჭირდება, თუ რა შეუძლიათ, რისი გაკეთების სურვილი აქვთ, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ვხედავ, ეს არის რაზეც პარტიის თავმჯდომარემ თავის წერილში ისაუბრა, ეს არის კონსოლიდაცია, ერთობა, ერთიანობა, დღეს ყველაზე მეტად, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა და ეკონომიური განვითარება. შესაბამისად, საჭიროა კონსოლიდაცია და არა დაყოფა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლეები

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. გაყალბებულ არჩევნებს ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, მოქალაქეებიც აპროტესტებენ . აქცია...

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომის გამართვას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები გიორგი კალანდარიშვილს მოუწოდებენ, სხდომა მოიწვიოს და ახალი არჩევნების ჩატარებაზე იმსჯელოს. ოპოზიციონერები...

როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა – კალაძისთვის ხუჭუას გადაწყვეტილება “გაუგებარია”

კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივს "გაუგებარს" უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად...

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე დროებით ყველა...