მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: ,,დღეს ჩვენს ხელისუფლებას გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული სიტუაცია და ვითარება''

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,დღეს ჩვენს ხელისუფლებას გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული სიტუაცია და ვითარება”

Published on

“მთავარი მიღწევები ჩვენი ხელისუფლების და "ქართული ოცნების" არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, თავისუფლება. ეს ყველაფერი არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება. – თქვა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 
 
მე შეგახსენებთ, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იყო აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფერო. თავისუფლების კუთხით, მშვიდობის, სტაბილურობის კუთხით. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მე პრაქტიკულად არ მახსენდება და გამახსენეთ თუ შეიძლება წელიწადი, ერთი წელი სიმშვიდის. ეს არ იყო. გამახსენეთ, თუ ვინმეს ჰქონდა აღქმა თავისუფლების? ეს იყო შიშის და ტერორის წლები. ეს იყო ძალიან მძიმე გარემო. ეს ყველაფერი ჩვენ შევცვალეთ მოსვლის დღიდან.
 
ამ ყველაფრის შესაცვლელად მთავარია პოლიტიკური ნება რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერს ქონდა პირველივე დღიდან და ეს ნება არ შეცვლილა. მას შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად ყველა უწყების შეცვლა, გაუმჯობესება, ტრანსფორმაცია მოვახდინეთ, მათ შორის, სასამართლოსი.
 
მე მთავარი პრობლემა მგონია უმუშევრობა, სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის რადიკალური პოლიტიკური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და გვიწევს მოღვაწეობა და, რა თქმა უნდა, ეს რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია. მოგეხსენებათ ნათქვამია, რომ ჭკვიანური და მუდმივი პროპაგანდის საშუალებით ადამიანს შეიძლება მოაჩვენო ჯოჯოხეთი სამოთხედ და პირიქით, სამოთხე ჯოჯოხეთად.
 
აი სასამართლოში რაც ხდებოდა ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი 2012 წლამდე. ჩემთვის მთავარია როგორი განცდა აქვს მოქალაქეს როდესაც მიდის სასამართლოში, გრძნობს თუ არა თავს დაცულად, ვინმე ხომ არ ჩაგრავს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო და იქიდან რა გადაწყვეტილებით გამოდის. ეს არის მთავარი და არა ის, თუ რომელი მოსამართლე, თუნდაც წინა ხელისუფლების მხრიდან გადმოყვა ჩვენს ხელისუფლებას და ემსახურება სახელმწიფოს. სასამართლოში დღეს ჩვენს ხელისუფლებას გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული სიტუაცია და ვითარება. ”
 
გამოდის ისე, რომ თითქოს ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ აინტერესებს რა ხდება ჩვენს პარტიაში. მმართველი პარტიაა, მაგრამ მერე რა, პარტიის შიგნით ნებისმიერ პარტიაში ხდება ხან ძველი წევრების გასვლა, ახლების შემოსვლა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი.
 
თვითონ ის ფაქტი, რომ მთელი კვირები და თვეები და წლებიც დისკუსია მიდის არა იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ სიღარიბეს, უმუშევრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშე გაგროვდა, ჩვენ დროს ვუთმობთ იმას ვინ გავიდა, ვინ დარჩა და რა ხდება. ამ დროს შეხედეთ, დავფიქრდეთ ერთი წამით რა ხდება თუნდაც ჩვენს მთავარ, ასე ვთქვათ ჯერ კიდევ ოპოზიციურ პარტიად წოდებულ მოძრაობაში. ჩვენს შიგნით რა ხდება ეს ჩვენს შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხებია.
 
ეს არაფრით არ ეხება ჩვენს მოსახლეობას და მათ ბედს. არაფრით არ უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის ბედს. არანაკლები, და შეიძლება ითქვას, რომ 10-ჯერ უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში. 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...