მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს [Video]

0
431

ნარაზენის ინციდენტისას დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, განაჩენი კი 19 აპრილს გამოცხადდება. მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, დაეკისრება თუ არა ჯარიმის გადახდა დაკავებულს, თუ 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდება. ყოფილ პოლიციელს ბრალი 166-ე და 173- ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და  ხულიგნობას ითვალისწინებს. მანუჩარ ჩხეტიას თქმით, ის არის უდანაშაულო და ეს დაკავება იყო მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივით „ არანაირი დანაშაული არ მქონია, არავისთვის არ გამიწევია წინააღმდეგობა, პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია პირადად ახორციელებდა ჩემს  დაკავებას“- განაცხადა ჩხეტიამ.   დაკავებული ენმ- ს წევრები ანი წითლიძე და გიორგი პატარაია წუხელვე გაათავისუფლეს.შემთხვევა ნარაზენში მაშინ მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი  სანდრა რულოვსი საარჩევნო შეხვედრას მართავდა.

 

 

წინა სტატიაპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არ გააკეთა კომენტარი სამეგრელოში მომხდარზე
შემდეგი სტატიამერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ საარჩევნო შეხვედრა ფაიფურის მოსახლეობასთან გამართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური