მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება ჯიუტად არ იშლის თავისას.ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩემი აზრით, ყველას თავის...

ხელისუფლება ჯიუტად არ იშლის თავისას.ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩემი აზრით, ყველას თავის ადგილს მიუჩენს“, – რომან გოცირიძე

Published on

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რა ხერხებს მიმართავს ხელისუფლება ჯერ კიდევ არავინ იცის, ველოდებით სიურპრიზებს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.
 
გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებს ჩვეული მეთოდებით ჩაატარებს, რაც შანტაჟს, დაშინებას და მოსყიდვას გულისხმობს.
 
„არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, უცხოეთის სახელმწიფოები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი და სხვა, სადაც ერთმნიშვნელოვნად არ იყო ნახსენები რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა არადემოკრატიულად, ძალადობისა და მოსყიდვის ფონზე.
 
მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად არ იშლის თავისას, ისინი კვლავინდებურად ხელს უშლიან ჩვენს კანდიდატებს ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ზუგდიდში ფეხ და ფეხ დასდევდნენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ ჩვენი კანდიდატი.
 
გუშინდელი ინციდენტი სწორედ იმას მოჰყვა, რომ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები აფერხებდნენ საარჩევნო კამპანიას, ეს არის მორიგი ძალადობის აქტი, კვლავინდებურად გრძელდება პოლიტიკური დევნა და ამ დარჩენილ პერიოდში რა ხერხებს მიმართავს ხელისუფლება ჯერ კიდევ არავინ იცის, ველოდებით სიურპრიზებს. დაიწყება თავიანთი „ზონდერების“ ამოქმედება, მოსყიდვები, დაშინება, ანუ ყველა ის მეთოდი რაც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნებში.
 
მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ხელისუფლება ყურად არ იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებას, როგორც ჩანს, მათ ნაკლები შიში აქვთ საერთაშორისო ზეწოლის, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის არის ხალხი, ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩემი აზრით, ხალხი მიუჩენს ყველას თავის ადგილს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...