მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს არ არის ოპონენტების დევნა. ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება''...

,,ეს არ არის ოპონენტების დევნა. ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება” – ვიცე პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს არაფრის დანახვა არ სურს

Published on

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავება პოლიტიკური დევნა არ არის.
 
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. როგორც შსს-მ განმარტა, ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და მგონი ერთ საათში და კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
 
გუშინდელი ინციდენტი საარჩევნო-საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა, ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდეს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
 
ჟვანია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, შუალედური არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად აწარმოონ.
 
„ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ საარჩევნო ადმინისტრირება პროცესების დაწყებულია და კარგია ამბავია, რომ ჯერჯერობით, საარჩევნო ადმინისტრაციაში არც ერთი საჩივარი ან დავა არ ყოფილა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ეს არ ყოფილა საარჩევნო კამპანიაზე მომხდარი ინციდენტი, ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდეს, თუმცა მინდა ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღეს მოვედით მშვიდად და აქამდე არანაირი დავა და პრობლემა არ გვქონია, ყოველგვარი ძალადობისგან შორს, ისე ჩავატაროთ არჩევნები და მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ",- განაცხადა ჟვანიამ.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...