მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის შეცდომების რაოდენობა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ის ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს,...

სალომე ზურაბიშვილის შეცდომების რაოდენობა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ის ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც სჭირდება სახელმწიფო მეთაურს

Published on

პრეზიდენტი, რომელიც ხალხს გაურბის და აცდენილია რეალობას, არ იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას – ასე აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.
 
ქვეყნის მთავარსარდალმა 9 აპრილის მემორიალი უკომენტაროდ დატოვა. პოლიტიკოსთა ნაწილი არაადეკვატურად და სამარცხვინოდ მიიჩნევს სასახლეში მის გამოსვლას, რა დროსაც ზურაბიშვილს  9 აპრილს მოკლული თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი ვერ ამოიკითხა.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ხალხს გაურბის. ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამარცხვინო იყო პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული მიღებაც.
 
“ეს ადამიანი მართლაც სამ თვეში ერთხელ ჩნდება კამერის წინ და ჯობია მაშინაც არ გამოჩნდეს,“ -ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
 
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს ადეკვატურობის განცდა დაკარგული აქვს და ის ვერც თავის სტატუსს ეკიდება პასუხისმგებლობით.
 
„სალომე ზურაბიშვილი არც ეკიდება რანგს პასუხისმგებლობით და ვერც მოეკიდება, მას არ აქვს ამის შესაფერის არც კომპეტენცია და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს მანდატი,“- ამბობს კახიძე.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე კი ქვეყნის მთავარსარდალს მოგზაურს უწოდებს, რომელიც შეფასებას საერთოდ არ იმსახურებს.
 
„მისი საქმიანობა მოღვაწეობასაც ვერ დავარქმევ შეფასებას არ იმსახურებს. შეფასება რაღაც ნიშანს ქვემოთაა. ეს ადამიანი ალბათ, უფრო მოგზაურის როლშია. ეს ადამიანი არაადეკვატურია, ჩვენ არ ვიცით რაც არის?“ -ამბობს ჭიჭინაძე.
 
“სალომე ზურაბიშვილს უკვე პირადი ცხოვრების რანგში აქვს გადატანილი სახელმწიფოებრივი და ეს მისი შეცდომების რაოდენობა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ფაქტობრივად მისი ნებისმიერი საჯარო კომუნიკაცია საზოგადოებასთან მთავრდება რაღაც ტიპის სკანდალით ან შეცდომით. ის იმ სტანდარტს, რაც სჭირდება სახელმწიფო მეთაურს, ვერ აკმაყოფილებს ”ამბობა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი .
 
 
 

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...