მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელიას არ რცხვენია იმისა, რისიც ბიძინა ივანიშვილს შერცხვებიდა

ეკა ბესელიას არ რცხვენია იმისა, რისიც ბიძინა ივანიშვილს შერცხვებიდა

Published on

ბესელიას, ფოფხაძის და გოგიჩაიშვილის მაგივრად შემრცხვებოდა, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში საუბრისას, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
 
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამარცხვინო ის იურიდიული დარღვევებია, რომელიც მათ საპარლამენტო მუშაობისას დაუშვეს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა მათი ხედვები მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რის გამოც პირადად უთხრა რომ „ეს სამარცხვინოა“.
 
„რომ გენახათ გადამდგარი ბესელია როგორ ირჩევდა გედი ფოფხაძეს მოადგილედ, იურიდიულ კომიტეტში და როგორ მთავაზობდა გოგიჩაიშვილს თავმჯდომარედ, იქ იმდენი დარღვევა იყო იურიდიული, მე მათ ადგილზე შემრცხვებოდა. ასე ხდებოდა გუნდის შიგნით, როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა კრიტერიუმების განხილვა. ყველა მათი წინადადება მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან და პირადად ვუთხარი, ეს სირცხვილია მეთქი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მეხსიერება მოკლე აღმოჩნდა, მან თავად გასცა პასუხი კითხვას, რატომ წავედით პარტიიდან – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია.
 
ბესელიას თქმით, ივანიშვილმა მისი გუშინდელი ინტერვიუთი ხაზგასმით წარმოაჩინა ის განსხვავება, რაც მასსა და პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს შორის არსებობს. 
 
"ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია არ მახსოვს ასეთი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გულწრფელი როდესაც ამაზე საუბრობდა.
 
"არ შეიძლება არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მის პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედაც რომ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი როგორც თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ, 20 წელია მე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ სამწუხაროდ. 
 
თავად გასცა პასუხის იმ კითხვებს რატომ წავედით ამ პარტიიდან და რატომ დავტოვე, პარტია რომელიც მასთან ერთად დავაფუძნე თავად უპასუხა ამ კითხვას. სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომელის დემონსტრირებაც მოახდინა მან  ამ ინტერვიუთი.  მან თქვა რომ ის იცავს და მიაჩნია, რომ მსხვერპლი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა. ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლი არიან იმიტომ რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ  ადეიშვილ-მერაბიშვილი თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებული და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...