მთავარისიახლეებიპოლიტიკაამომრჩევლის მოსყიდვა და აფგან მუხთარლის საქმე - მამუკა ბახტაძეს ევროსაბჭოს...

ამომრჩევლის მოსყიდვა და აფგან მუხთარლის საქმე – მამუკა ბახტაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მწვავე კითხვები დაუსვეს

Published on

 
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა  საქართველოს პრემიერს   ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვა დაუსვა  და განაცხადა , რომ  შეშფოთება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვა ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდა.
 
„არანაირი კავშირი სესხების დაფარვას ამომრჩევლის მოსყიდვასთან  არ აქვს. – ასე     უპასუხა პრემიერმა ამ კითხვას – არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
 
ევროსაბჭოში  მამუკა ბახტაძეს საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმესა და მიმდინარე გამოძიებაზეც დაუსვეს კითხვა.
 
„გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე“, – ჰკითხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა მამუკა ბახტაძეს.
 
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, აფგან მუხთარლის თემა ძალიან სენსიტიური საკითხია. მან ასევე დასძინა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის შეფასებას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...