მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება,“...

,,ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება,“ – გიგა ბათიაშვილი

Published on

ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ყოფილი სასახლის შენობა ქართული კულტურის ცენტრი უნდა გამხდარიყო და არა ცერემონიების სასახლე.
 
როგორც ბათიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული შენობის იდეა „საქართველო – რუსთაველის სახლი“ იყო. მისი თქმით, ეს სასახლე ქართული კულტურის რაობის ამსახველი უნდა ყოფილიყო, სადაც თითოეულ ადამიანი, ტურისტი იქნებოდა თუ ოფიციალური სტუმარი, ქვეყნის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებდა.
 
არქიტექტორის შეფასებით, დღეს ქართული კულტურის მნიშვნელობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და უფრო პრიორიტეტული სტუმრების მიღება იქნება.
 
„ჩემი პირადი აზრი სრულიად განსხვავებულია. ჩემი იდეა იყო, რომ ეს შენობა კულტურის ცენტრი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მთავრობას მიაჩნია, რომ მიღებები საჭირო საქმეა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უპირველესი საქმეა ეროვნული ღირსების საკითხი. ამიტომ ეს შენობა დაპროექტებული იყო, როგორც „საქართველო – რუსთაველის სახლი“ ანუ ჩვენი რაობა, ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში და მსოფლიო კულტურის როლი ჩვენში – ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აქ წარმოდგენილი, ეს იქნებოდა უმთავრესი ობიექტი მთელ ქართულ კულტურულ სივრცეში. სკოლის მოწაფე იქნებოდა, ტურისტი, უცხო ქვეყნის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტუმარი, მეფე იქნებოდა თუ პრეზიდენტი – ამ შენობაში ყველას შეეძლებოდა მიეღო სრული ინფორმაცია, რას ნიშნავს საქართველო. ამ შენობაში პერმანენტულად შეიძლებოდა ჩატარებულიყო გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები იმიტომ, რომ ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია.
 
ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შევძელით, რენესანსული იდეოლოგიით აღგვეზარდა თაობები. ეს შოთა რუსთაველმა გააკეთა. ეს იდეოლოგია ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს ჩვენმა წინაპრებმა მოამზადეს. ახლა ეს ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება,“ – განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.
 
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...