ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის პირსისხლიან ჯალათს, გენერალ ლებედს აფინანსებდა, ახლა კი წერს უსტრებს, თითქოს არაფერიაო

0
422
ბიძინა ივანიშვილის საცხრააპრილო ღია წერილი ,,მყისიერად'' ახსენებს მკითხველს, რომ იგი   9 აპრილის პირსისხლიან ჯალათს, გენერალ ლებედს აფინანსებდა.
 
ერთერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ  ერთ–ერთ ძველ ინტერვიუში , ჟურნალისტის კითხვაზე, უწევდა თუ არა სპონსორობას ლებედს, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის აფინანსებდა და არეკლამებდა რუს გენერალს, როცა იგი მიტოვებულ პოლიტიკოსად ითვლებოდა და ელცინის წინასაარჩევნო შტაბის წევრები, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ უყურებდნენ.
 
ივანიშვილს ეამაყება ის ფაქტი, რომ „პოლიტიკური გამჭრიახობა“ გამოიჩინა და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიახვედრა რუსები, რომ ლებედზე ფსონის დადება მომგებიანი იყო. კერძოდ, ივანიშვილი აცხადებს: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა კი არჩევნებზე მას თავისი ხმები მისცა, რამაც ელცინის გამარჯვება გამოიწვია. ივანიშვილი გულდაწყვეტილი ყოფილა, რომ ამის გამო მადლობაც კი არავინ უთხრა. მილიარდერი ირწმუნება, რომ ეს იყო მხოლოდ ერთხელ, როცა მან პოლიტიკაში მონაწილეობა მიიღო. თუმცა, როდესაც ლებედი გუბერნატორი გამხდარა, ივანიშვილი მას აღარ აფინანსებდა, მაგრამ კადრებით კვლავ დახმარებია.   
 
 მოკლედ, როგორც ინტერვიუდან ჩანს, ქართველი მილიარდერი არათუ საძრახისად მიიჩნევს 9 აპრილის ჯალათის დაფინანსებას და მის რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე მყარად დამკვიდრებას, არამედ ამით ამაყობს კიდეც. ვინც იცნობს საქართველოს უახლოეს ისტორიას და ახსოვს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, მათთვის ლებედის გვარი ნაცნობია. ქართველების სიძულვილით შეპყრობილი რუსი „დერჟავნიკ“–ნაციონალისტი, 90–იანი წლების მიჯნაზე, სსრკ–ს გადასარჩენად, აქტიურად იბრძოდა და თავის ნაკვალევზე სისხლს, განადგურებას და გვამებს ტოვებდა.
 
ამრიგად, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეუწყო ხელი ლებედს კარიერულ კიბეზე წინსვლაში. თუმცა, თუ ივანიშვილის ბეგრაუნდს და მის გამოსვლებს გავიხსენებთ, ამაში ლოგიკის მარცვლის პოვნა ძნელი საძებნელი არ იქნება. მთელ ამ ისტორიაში კი ყველაზე ტრაგიკული ალბათ ის არის, რომ საქართველოს გადამრჩენელი მესია „ვერ ხვდება“, თუ რატომ არ უნდა დაეფინანსებინა ქართველ მილიარდერს, ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი, დაუძინებელი მტერი…
 
წყარო presa.ge
წინა სტატია,, 9 აპრილს თურმე ეგოიზმი და საკუთარი ამპარტავნობა იყო წამოწეული წინა პლანზე და არა სამშობლოს სიყვარული ”- რომან გოცირიძე ივანიშვილის წერილს ეხმაურება
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური