მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მოითხოვს მოიხსენიონ როგორც ,,აზნაური გოცირიძე''

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მოითხოვს მოიხსენიონ როგორც ,,აზნაური გოცირიძე”

Published on

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში მოთხოვნას ავრცელებს:
 
„რადგან სერიოზული მედია და სერიოზული ადამიანები საქართველოს ზოგიერ მოქალაქეს მოიხსენიებს როგორც ”მეფეს” და ”დედოფალს”, მოვითხოვ, რომ შეწყვიტონ დისკრიმინაციული მიდგომა და დღეიდან მომიხსენიონ როგორც ”აზნაური გოცირიძე”, – წერს გოცირიძე
 
მისი თქმით, მონარქიის აღდგენა ნიშნავს თავადაზნაურობის აღდგენასაც
 
„მაშინ, დაურიგონ თავად-აზნაურობას მიწები. მაგათ იკითხონ, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები ვიყავით, 10 სოფელიც გვქონდა და 200 ყმა გვყავდა. ნახევრად მეგრელი ვარ და იქაც მქონდა მიწები,”  აცხადებს რომან გოცირიძე და დასძენს: 

 

“ხელისუფლება ფიქრობს, რომ მეფის დაბრუნება არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის ბნელი, მათი მმართველობა არის ქაჯურ-დემოკრატიული და მათი იდეები საზიანოა ქვეყნისთვის,” 

 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...